ხვიჩა კვარაცხელია პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის ნომინანტებს შორის მოხვდა.
პარი სენ-ჟერმენის შემტევი ერთბაშად ორ - საუკეთესო ფორვარდისა და საუკეთესო მოთამაშის კატეგორიაშია წარდგენილი.
საუკეთესო ფორვარდის ტიტულისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტები ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი და სხვა ვარსკვლავები არიან. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში კი ამ სიას ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი და როდრიც ემატებიან.
გულშემატკივრებს ხმის მიცემა უკვე შეუძლიათ. მოგიწოდებთ, გადახვიდეთ ბმულებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი:
🔗 საუკეთესო ფორვარდის გამოსაკითხად ხმის მიცემა.
🔗 საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ხმის მისაცემად გადადით.
გამარჯვებულები 28 დეკემბერს, რიგით მე-17 დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. გასულ წელს ეს ჯილდოები ლამინ იამალმა და უსმან დემბელემ მოიპოვეს.