პარი სენ-ჟერმენის ოფიციალურმა გვერდმა ბარსელონასთან მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა.
,,გუშინ ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის შედეგად, ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა.
ქართველი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს." - წერია პარიზელთა განცხადებაში.
აღნიშნული ტრავმის შედეგად, სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის თამაშს მიმდინარე სეზონში აღარ უნდა ველოდოთ.
რეაბილიტაციის პერიოდად დაახლოებით 9 თვე სახელდება.
კვარაცხელიამ ტრავმა ბარსელონას მარჯვენა მცველ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ მიიღო. კადრში ჩანს თუ როგორ ცუდად ადგამს მარჯვენა ფეხს ხვიჩა ორთაბრძოლის შემდეგ.
ქართველმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა ისე, რომ მარჯვენა ფეხს მოედანზე ვეღარ ადგამდა.