გიორგი კვერნაძე სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა.
ბრიტანული სპორტული გამოცემა Planet Football, რომელიც Opta-ს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, წერს, რომ ქართველი გარემარბი წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ევროპის ტოპ 5 ლიგის მოწინავე ხუთეულშია.
განახლებული სტატისტიკით, კვერნაძეს 29 წარმატებული დრიბლინგი აქვს და ამ მაჩვენებლით ჯუდ ბელინგემს უთანაბრდება, თუმცა უკეთესი ეფექტურობის გამო მე-4 პოზიციას იკავებს. რეიტინგს ლამინ იამალი (43) ლიდერობს, მეორე ადგილზე კილიან მბაპეა (35), მესამეზე კი იან დიომანდე (31).
ბრიტანული გამოცემა ხაზს უსვამს:
კვერნაძე სერია A-ს კლუბ ფროზინონეში თამაშობს და ჩემპიონატს შესრულებული დრიბლინგებით ლიდერობს... ის ფაქტი, რომ ის ამას პატარა ფროზინონეში აკეთებს, ამ ყველაფერს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის
ბოლო ტურში, ტორინოს წინააღმდეგ შესრულებული 5 წარმატებული დრიბლინგის შემდეგ, გიორგის საშუალო მაჩვენებელი მატჩში 2.9 გახდა, რაც სერია A-ში საუკეთესო შედეგია. ის უკან იტოვებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სენეგალელი ასანე დიატა (2.7), მატიას სოულე (2.2), ფრანკო მასტანტუონო (2) და ნიკო პასი (2). გარდა ამისა, WhoScored-ის ოფიციალურ ბაზაში კვერნაძე სერია A-ს ტოპ-10 ფეხბურთელს შორის 7.45 საშუალო შეფასებით მე-7 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფროზინონე ერთადერთი გუნდია ევროპაში, რომელსაც 5 ისეთი მოთამაშე ჰყავს (მათ შორის კვერნაძე 3 გოლითა და 4 საგოლე პასით), ვინც მინიმუმ 5 გოლში მიიღო მონაწილეობა.