კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილა გორი კვიპროსულ აპოლონთან საპასუხო მატჩშიც დიდი სხვაობით დამარცხდა და ევროსეზონი დაასრულა.
მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის შუაში, 22-ე წუთზე გახსნეს, რასაც ბოლო ნახევარ საათში კიდევ ორი გოლი მიამატეს.
გორში 0:4 მარცხის შემდეგ, შიდა ქართლელებმა კვიპროსზეც დიდი ანგარიშით წააგეს და, ორი თამაშის ჯამში, 0:7 განადგურდნენ.
დილამ პირველ ეტაპზე სან მარინოს ვირტუსთან მინიმალური სხვაობით მოიგო (3:1 და 0:1), კვიპროსელები კი ბევრად, ბევრად ძლიერები აღმოჩნდნენ.
შესაბამისად, საქართველოს 2026-27 წლების სეზონის ევროტურნირებზე 2 გუნდი დარჩა - დინამო თბილისი (კონფერენს ლიგაზე) და იბერია 1999 (ჩემპიონთა ლიგაზე).