ლა ლიგის 2008 წლის ბომბარდირი, დანიელ გუისა 45 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას უბრუნდება და ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში ითამაშებს.
გუისა დაბადებულია ქალაქ ხერესში, რომლის ამავე სახელწოდების კლუბთან 6-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ხერესი Segunda RFEF-ის მე-4 ჯგუფში ასპარეზობს, 20 ტურში 34 ქულა აქვს და ლა ლიგა 2-ში დაწინაურებისთვის იბრძვის - ლიდერ მურსიას 3 ქულით ჩამორჩება. ზედა დივიზიონში პირველადგილოსანი პირდაპირ ადის, დანარჩენი 4 გუნდი კი მიზნისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
დანი გუისამ 2007-08 წლების ლა ლიგის სეზონში, მალიორკას რიგებიდან, 27 გოლი შეაგდო და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ პენალტიდან არც ერთი გოლი გაუტანია.
2008 წლის ზაფხულში, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ტურნირზე თავი 2 გოლით გამოიჩინა - საბერძნეთთან ჯგუფში და რუსეთთან 1/2 ფინალში შეაგდო.