• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ლა როხას" დომინაცია - მუნდიალის პირველი ფინალისტი ცნობილია
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

,,ლა როხას" დომინაცია - მუნდიალის პირველი ფინალისტი ცნობილია

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა.


ამასთან, „ლა როხამ“ 2010 წლის ტრიუმფის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გამარჯვება პირველად მოიპოვა.


მატჩი ფრთხილი ტემპით დაიწყო, რადგან ორივე გუნდისთვის ფსონი ძალიან მაღალი იყო, თუმცა ბურთს უფრო მეტად ესპანეთი აკონტროლებდა და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა.


მიუხედავად ამისა, პირველი რეალური მომენტი უსმან დემბელემ შექმნა, როდესაც კილიან მბაპეს გამჭოლი პასი გაუკეთა, მაგრამ პაუ კუბარსიმ, პედრო პორომ და აიმერიკ ლაპორტმა ერთობლივი ძალისხმევით შეტევა ჩაშალეს.


საპასუხოდ, ლამინ იამალმა ლუკა დინის შეცდომით ისარგებლა, ბურთი მოპარა და საჯარიმოში მის წინააღმდეგ წესები დაირღვა. დანიშნული პენალტი კი მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა და 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა.


საფრანგეთს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა, ტრავმის გამო მოედანი ვილიამ სალიბამ დატოვა.


მიუხედავად უსუსური პირველი ტაიმისა, საფრანგეთს გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა უნაი სიმონმა დროულად დატოვა კარი და ადრიენ რაბიოს პასზე მბაპეს დაასწრო.


შესვენების შემდეგ დიდიე დეშამმა მანუ კონე ჩართო თამაშში, ხოლო 57-ე წუთზე დეზირე დუეც გამოიყვანა, თუმცა ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო.


რამდენიმე წუთში ესპანეთმა უპირატესობა გააორმაგა, პედრო პორომ დანი ოლმოს პასით ისარგებლა და ეროვნულ ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა.


ცოტა ხანში ლამინ იამალმაც მოახერხა გატანა, თუმცა VAR-ის შემოწმების შემდეგ გოლი მინიმალური თამაშგარის გამო გაუქმდა.


ამის შემდეგ საფრანგეთს მცირე იმედი მიეცა, მაგრამ ორელიენ ჩუამენის დარტყმული ხარიხას გადასცდა, ხოლო მბაპეს დარტყმა მარკ კუკურელიამ დაბლოკა.


ესპანეთმა მალევე კვლავ დაიბრუნა ინიციატივა, ფერან ტორესმა კი თავური ოდნავ ააცილა მიზანს.


მატჩის მიწურულს დეზირე დუემ ვერ ისარგებლა უნაი სიმონის არადამაჯერებელი გამოსვლით, რის შედეგადაც „ლა როხამ“ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში მე-6 მატჩი ჩაატარა „მშრალად“.


ფინალში ესპანეთი ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს იქნება პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბოლო 3 გათამაშებიდან, რომელშიც საფრანგეთი არ ითამაშებს.


დიდიე დეშამისთვის ეს დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ტურნირზე 26 მატჩში უხელმძღვანელა საკუთარ ნაკრებს, თუმცა საიუბილეო შეხვედრა მარცხით დასრულდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

spain
france

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ესპანელმა ფეხბურთელებმა ყოფილი პრემიერის განცხადება დაგმეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანელმა ფეხბურთელებმა ყოფილი პრემიერის განცხადება დაგმეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გეგმის გარეშე - შეძლებს საფრანგეთი იამალის გაჩერებას?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

გეგმის გარეშე - შეძლებს საფრანგეთი იამალის გაჩერებას?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპესა და ოლისეს კრახი: საფრანგეთის ნაკრების შეფასებები ესპანეთთან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მბაპესა და ოლისეს კრახი: საფრანგეთის ნაკრების შეფასებები ესპანეთთან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

11 სთ წინ

ესპანელმა ფეხბურთელებმა ყოფილი პრემიერის განცხადება დაგმეს

News image

8 სთ წინ

გეგმის გარეშე - შეძლებს საფრანგეთი იამალის გაჩერებას?

News image

1 სთ წინ

მბაპესა და ოლისეს კრახი: საფრანგეთის ნაკრების შეფასებები ესპანეთთან

News image

1 სთ წინ

სალიბამ მუნდიალზე ტრავმა მიიღო: რამდენ ხანს გამოტოვებს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება