საფრანგეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია ნახევარფინალში, ესპანეთთან 0:2 მარცხით, უსახურად დასრულდა.
დიდიე დეშამის გუნდმა ზედიზედ მესამე მუნდიალის ფინალში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა, ფრანგულმა მედიამ კი ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს უმკაცრესი შეფასებები დაუწერა. ფრანგებმა მატჩის პირველ 80 წუთში მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაარტყეს.
მატჩის ანტიგმირი მცველი ლუკას დინი (შეფასება: 2/10) გახდა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ლამინ იამალი მოცელა, რასაც მიკელ ოიარსაბალის მიერ რეალიზებული პენალტი მოჰყვა. მეორე ტაიმში პედრო პორომ ესპანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მოედანზე სრულიად შეუმჩნეველი იყო გუნდის მთავარი ვარსკვლავი კილიან მბაპე (3/10), რომელმაც მთელ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ. ანალოგიურად დაბალი შეფასება მიიღეს მაიკლ ოლისემ (3/10) და უსმან დემბელემ (3/10) - მათ ესპანელთა დაცვის გარღვევა ვერაფრით შეძლეს. სუსტი თამაშის ფონზე, ფრანგებს პირველ ტაიმში უილიამ სალიბაც ტრავმის გამო გამოაკლდათ.
ეს მარცხი დიდიე დეშამისთვის (3/10) საფრანგეთის ნაკრებში მისი ლეგენდარული სამწვრთნელო კარიერის სევდიანი დასასრული აღმოჩნდა, ფავორიტად მიჩნეული გუნდი ესპანეთთან სრულად უშანსოდ გამოიყურებოდა.