მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, BBC-მ ლიონელ მესის თამაშის უნიკალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
ციფრები აჩვენებს, თუ როგორ მოახდინა არგენტინელმა გენიოსმა საკუთარი თამაშის ადაპტაცია, რათა მინიმალური ენერგიით მოედანზე მაქსიმალური გავლენა მოახდინოს.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე მუნდიალზე მესიმ მოედანზე დაფარული მანძილის 47% სიარულში გაატარა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ტურნირზე მყოფ ყველა მინდვრის მოთამაშეს შორის. ის 90 წუთში საშუალოდ მხოლოდ 8.2 კილომეტრს ფარავს და მატჩში მხოლოდ 2.7 სპრინტს ასრულებს (ოთხი წლის წინ ეს მაჩვენებელი 5.3 იყო).
მიუხედავად ამისა, მისი ეფექტურობა ფენომენალურია: მესიმ მიმდინარე ტურნირზე უკვე 33-ჯერ დაარტყა კარში და 21 საგოლე მომენტი შექმნა, რაც საუკეთესო შედეგია დიეგო მარადონას 1986 წლის მუნდიალის შემდეგ.
ადრე ტაქტიკას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა გვარდიოლასთან ბევრი რამ ვისწავლე. დავიწყე სივრცეების, ბურთის შენარჩუნებისა და თამაშის სტრუქტურის უკეთ გაგება
არგენტინის კაპიტანი ამჟამად ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპესთან ერთად 8 გოლითა და 3 ასისტით ლიდერობს. ოთხშაბათს, ატლანტას სტადიონზე, ინგლისის ნაკრებს უდიდესი გამოცდა ელის, მათ უნდა შეაჩერონ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე სეირნობითაც კი მეტოქეებს ანადგურებს.