არსენალისა და საფრანგეთის ნაკრების წამყვანმა მცველმა, უილიამ სალიბამ, ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ზურგის მძიმე ტრავმა მიიღო.
ფეხბურთელმა მოედანი ნაადრევად დატოვა, საფრანგეთი კი ტურნირს 0:2 მარცხით გამოეთიშა. არსებობს დიდი საფრთხე, რომ სალიბას უახლოეს პერიოდში ოპერაციის გაკეთება დასჭირდეს, რაც არსენალისთვის ახალი სეზონის წინ უმძიმესი დარტყმაა.
სალიბამ მოედანზე ყოველგვარი ორთაბრძოლის გარეშე, ბურთის ტარებისას იგრძნო აუტანელი ტკივილი. მან ბურთი მოედნიდან გადააგდო და პარტნიორებს მიმართა: „ზურგი დამეშალა, ვეღარ ვმოძრაობ“. ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ამ პრობლემას თვეების განმავლობაში მალავდა და ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა.
სალიბამ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე თავადვე აღიარა, რომ 100%-ით მზად არ იყო:
რამდენიმე თვეა ხმას არ ვიღებდი, რადგან ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა იყო სათამაშო. მუნდიალი ოთხ წელიწადში ერთხელაა და ვალდებული ვიყავი მეთამაშა
თუმცა, დატვირთვამ თავისი გაიტანა. მცველი 16 აგვისტოს გასამართ ინგლისის სუპერთასის მატჩს (Community Shield) ნამდვილად გამოტოვებს და დიდი შანსია, პრემიერლიგის პირველ ტურებშიც ვერ დაეხმაროს არსენალს.