ქოვენთრი სიტის თავმჯდომარე, დაგ კინგი მოელის, რომ ფრენკ ლამპარდის მიმართ ინტერესი გაიზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩელსიმ ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო.
ლამპარდმა ქოვენთრიში საკუთარი რეპუტაცია სრულად აღადგინა. მან გუნდი 25-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დააბრუნა და ამ კვირაში ჩემპიონშიპის ტიტულიც მოიპოვა.
კინგი დარწმუნებულია, რომ ლამპარდი ქოვენთრიში ბედნიერია, თუმცა აღიარებს, რომ ასეთი მიღწევები სხვა კლუბების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. ჩელსი კი ახალ მუდმივ მწვრთნელს ეძებს მას შემდეგ, რაც ლიამ როსენიორი დანიშვნიდან ოთხ თვეზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს.
ლამპარდს ჩელსისთან მრავალწლიანი ისტორია აკავშირებს. ის კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი იყო და ორჯერ მწვრთნელის პოსტიც ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი ქოვენთრისთან 2027 წლამდეა გათვლილი, კინგი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში მისთვის ბრძოლა დაიწყოს.
ამავდროულად, ჩელსის კიდევ ერთ კანდიდატად ანდონი ირაოლაც სახელდება, რომელიც ზაფხულში ბორნმუთს ტოვებს.
ირაოლა ჩელსიში? რატომ შეიძლება ეს ტრანსფერი შეცდომა აღმოჩნდეს
ლონდონური კლუბი კვირას უემბლიზე ლიდს იუნაიტედს ასოციაციის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდება.