ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ რეალთან ურთიერთობებზე უფრო დეტალურად ისაუბრა.
ლაპორტა ამ თემას ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) მიერ სუპერთასის ფინალის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე შეეხო.
„არ ვიცი, ჩამოვიდა თუ არა ფლორენტინო პერესი — ფედერაციის ღონისძიებაზე ის არ იმყოფებოდა, მაგრამ თავისუფალია, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცეს. ჩვენ ღრმა პატივისცემას ვგრძნობთ ჩვენი მეტოქის და მისი წარმომადგენლების მიმართ.
ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ჰარმონიის ფარგლებში დაგვეტოვებინა.
არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებმაც დაგვაშორა ერთმანეთს. ჩვენ ისედაც შეურიგებელი და მარადიული მეტოქეები ვართ, თუმცა ახლა წარმოიშვა სიტუაცია, რომელმაც ურთიერთობები გაწყვიტა.
ეს არ ნიშნავს, რომ პატივისცემა აღარ არსებობს. როგორც ცხოვრებაში ხდება, ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა ეს ჩართული მხარეების ნებაზეა დამოკიდებული“, — განაცხადა ლაპორტამ.