• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ზედიზედ მეოთხედ — მისი უდიდებულესობა ელ კლასიკო ესპანეთის სუპერთასის ფინალში
ფეხბურთიფეხბურთი

ზედიზედ მეოთხედ — მისი უდიდებულესობა ელ კლასიკო ესპანეთის სუპერთასის ფინალში

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს საღამოს, ჯისდაში, King Abdullah Sports City-ის სტადიონზე მორიგი ელ კლასიკო გაიმართება — ბარსელონა და რეალი ერთმანეთს 2026 წლის პირველი ტიტულის, ესპანეთის სუპერთასის, მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან.


ბარსელონა — რეალი

ესპანეთის სუპერთასი, თბილისის დროით 23:00


ბარსელონა ფინალს ნახევარფინალში ატლეტიკის დამაჯერებელი განადგურების შემდეგ ხვდება (5:0). ჰანსი ფლიკის გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა — გოლები რაფინიამ, ფერმინ ლოპესმა, ფერან ტორესმა და რუნი ბარდჯიმ გაიტანეს. კატალონიელებს ფინალის წინ ერთით მეტი დღე ჰქონდათ აღდგენისთვის, რაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. ბარსელონა, რომელიც სუპერთასის 15-გზის მფლობელია, ყველა ტურნირზე ზედიზედ ცხრა მოგებული მატჩის სერიით მიდის და რეალთან ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ოთხი მოიგო, მათ შორის შარშანდელი სუპერთასის ფინალიც (5:2).


რეალმა ფინალამდე გზა მძიმე მადრიდული დერბის გავლით გაიკვლია — ატლეტიკო 2:1 დაამარცხა. ჩაბი ალონსოს გუნდს გამარჯვება ფედერიკო ვალვერდესა და როდრიგოს გოლებმა მოუტანა, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთები დაძაბული გამოდგა გაშვებული ბურთის გამო. რეალს სუპერთასი 13-ჯერ აქვს მოგებული, ბოლო ტრიუმფი კი 2024 წელს იზეიმა, როდესაც ფინალში სწორედ ბარსელონა 4:1 გაანადგურა. ლა ლიგის ცხრილში მადრიდელები კატალონიელებს ოთხი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ელ კლასიკოს სტატუსი ყოველთვის განსაკუთრებულია, სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად.


ორივე გუნდში საკადრო პრობლემები კვლავ აქტუალურია. ბარსელონაში აღდგენას განაგრძობენ გავი და კრისტენსენ, თუმცა მოსალოდნელია ლამინ იამალის დაბრუნება სასტარტო შემადგენლობაში — ნახევარფინალში მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. საერთო ჯგუფთან ერთად უკვე ვარჯიშობს რონალდ არაუხოც. რეალმა სერიოზული გაძლიერება მიიღო — გუნდს მუხლის ტრავმის შემდეგ კილიან მბაპე დაუბრუნდა. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება რუდიგერისა და როდრიგოს მონაწილეობა, რომლებმაც ატლეტიკოსთან მატჩში დაზიანებები მიიღეს, ხოლო ალექსანდერ-არნოლდი და მილიტაო ფინალს დანამდვილებით გამოტოვებენ.


სავარაუდო შემადგენლობები


ბარსელონა: ჟოან გარსია — კუნდე, კუბარსი, ერიკ გარსია, ბალდე — პედრი, დე იონგი — იამალი, ფერმინი, რაფინია — ტორესი.


რეალი: კურტუა — ვალვერდე, ასენსიო, ჰაუსენი, კარერასი — კამავინგა, ჩუამენი, ბელინგემი — როდრიგო, მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი.


ვერ ითამაშებენ: გავი, ტერ შტეგენი, კრისტენსენი (ბარსელონა) — ალექსანდერ-არნოლდი, მილიტაო, ბრაჰიმ დიასი (რეალი).


კითხვის ნიშნის ქვეშ: არაუხო (ბარსელონა) — მბაპე, როდრიგო, რუდიგერი, ასენსიო (რეალი).


ურთიერთშეხვედრების ისტორია


ბარსელონამ გასულ სეზონში რეალთან ოთხივე მატჩი მოიგო, მათ შორის სუპერთასის ფინალიც — 5:2, თუმცა მიმდინარე სეზონში ერთადერთ შეხვედრაში, ოქტომბერში, მადრიდელებმა იმარჯვეს — 2:1. სუპერთასის ფარგლებში გამართული 18 დაპირისპირებიდან რეალს 10 გამარჯვება აქვს (2 ფრე, 6 მარცხი). ამ ორ გუნდს შორის ბოლო სამი სუპერთასის ფინალში ჯამში 16 გოლი გავიდა.


ბარსელონა და რეალი სუპერთასის ფინალში ერთანეთს ზედიზედ მეოთხედ დაუპირისპირდებიან — წინა 3 შემთხვევაში ორჯერ გამარჯვება ბარსელონას (2023, 2025) დარჩა, ერთხელ კი (2024) რეალს).


სტატისტიკა და სერიები


ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ბარსელონას მიერ სუპერთასზე გატანილი 12 გოლიდან 9 პირველი ტაიმის განმავლობაში გავიდა


ბარსელონას 2011 წლის შემდეგ სუპერთასი ზედიზედ არ მოუგია


რეალის ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა


მადრიდელებმა ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხში ზუსტად ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ელ კლასიკო
ბარსელონა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

10 იან, 2026

"რამდენი კლასიკო წავაგეთ ბოლო წელიწადნახევარში?", — ფლიკი, როცა მბაპეზე ჰკითხეს

News image

3 სთ წინ

ლაპორტა: "რეალს პატივს ვცემთ, თუმცა გარკვეულმა საკითხებმა ერთმანეთს დაგვაშორა"

News image

8 სთ წინ

ლაპორტა: "ატლეტიკო რეალთან უფრო მეტს იმსახურებდა"

News image

10 იან, 2026

ბარსას ფეხბურთელებს ფინალის მეტოქედ სწორედ რეალი უნდოდათ - კატალონიური პრესა

კომენტარები

"რამდენი კლასიკო წავაგეთ ბოლო წელიწადნახევარში?", — ფლიკი, როცა მბაპეზე ჰკითხეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რამდენი კლასიკო წავაგეთ ბოლო წელიწადნახევარში?", — ფლიკი, როცა მბაპეზე ჰკითხეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: "რეალს პატივს ვცემთ, თუმცა გარკვეულმა საკითხებმა ერთმანეთს დაგვაშორა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: "რეალს პატივს ვცემთ, თუმცა გარკვეულმა საკითხებმა ერთმანეთს დაგვაშორა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: "ატლეტიკო რეალთან უფრო მეტს იმსახურებდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაპორტა: "ატლეტიკო რეალთან უფრო მეტს იმსახურებდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსას ფეხბურთელებს ფინალის მეტოქედ სწორედ რეალი უნდოდათ - კატალონიური პრესა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსას ფეხბურთელებს ფინალის მეტოქედ სწორედ რეალი უნდოდათ - კატალონიური პრესა
•ფეხბურთი

ფეხბურთი