ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ რეალთან სუპერთასის ფინალის წინ ისაუბრა.
შეხვედრა დღეს, 11 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ფინალში ფავორიტები არ არსებობენ — ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ფინალი ყოველთვის ფინალია. ორივე გუნდი მაქსიმალურად გამოიყენებს საკუთარ ძლიერ მხარეებს გამარჯვებისთვის.
ჩვენს გუნდს მეტოქეზე უკეთესი გუნდური სულისკვეთება აქვს, თუმცა მათაც შეუძლიათ გამარჯვება, რაც ნახევარფინალში ვნახეთ.
ატლეტიკთან შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და გვჯერა, რომ თუ იგივე ინტენსივობით ვითამაშებთ, მოგებას შევძლებთ. ატლეტიკოს, მეორე მხრივ, მეტი ეკუთვნოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი — ფინალში ფავორიტები არ არსებობენ“, — განაცხადა ლაპორტამ.