ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ესპანეთის სუპერთასის ფინალში რეალთან გამარჯვებით (3:2) ფინალში კმაყოფილი დარჩა.
„ჩვენი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს. ეს მართლაც გამორჩეული ფინალი იყო.
ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან და ის კომბინაცია, რომელიც ამ შემადგენლობას აქვს... ყველაფერს თავად შედეგი ამბობს.
ჰანსი და მისი შტაბი ბრწყინვალედ მუშაობენ — ისინი ამ წარმატების არქიტექტორები არიან. გვინდა გავიმეოროთ გასული სეზონის მიღწევები და კიდევ უფრო შორს წავიდეთ.
ელ კლასიკოს ფინალში ფავორიტები არ არსებობენ, თუნდაც ჩვენ ოდნავ უკეთეს ფორმაში ვიყოთ. ანგარიში გაგვითანაბრეს, მაგრამ გუნდი არ გატყდა და მოახერხა დაბრუნება.
ნერვიულობაც იყო, თუმცა ფინალში ეს ბუნებრივია. მომეწონა, როგორ განვითარდა ეს მატჩი — თანაბარი ბრძოლა და ძალიან სანახაობრივი თამაში გამოვიდა“, — განაცხადა ლაპორტამ Movistar-ის ეთერში.