VIDEO: მბაპემ რეალს ბარსელონასთვის საპატიო დერეფნის გაკეთების უფლება არ მისცა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალის ფორვარდმა კილიან მბაპემ თანაგუნდელებს ხელი შეუშალა, ბარსელონასთვის ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ საპატიო დერეფანი მოეწყოთ.
ბლაუგრანამ ფინალში მადრიდელები 3:2 დაამარცხა და საუდის არაბეთში გამართული სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო.
დაჯილდოების ცერემონიის დროს ბარსელონას ფეხბურთელებმა რეალს, როგორც ტურნირის ფინალისტს, საპატიო კორიდორი მოუწყვეს. საპასუხოდ კი მბაპემ თანაგუნდელებს მოუწოდა, იგივე ჟესტი ბარსელონას მიმართ არ გაეკეთებინათ.
ინტერნეტში გავრცელდა ტრიბუნებიდან გადაღებული ვიდეო, რომელშიც მბაპე ჩაბი ალონსოს და სხვა ფეხბურთელებს დერეფნის გაკეთების ნაცვლად, გასახდელში წასვლისკენ მოუწოდებს.