რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბარსელონასთან მარცხი (2:3) შეაფასა.
„ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეულია. მატჩი თანაბარი, ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. ბოლოს ისეთი განცდა დარჩა, რომ ორი სრულიად აშკარა მომენტი გვქონდა — ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ ბარსელონას ვულოცავთ გამარჯვებას“.
პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთის შესახებ
„ბოლო 15 წუთში ძალიან ბევრი რამ მოხდა. თამაშს საკმაოდ კარგად ვაკონტროლებდით — ბურთის გარეშე, თუმცა სწორედ ჩვენ გვქონდა ორი ყველაზე სახიფათო მომენტი. პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და შესვენებაზე 2:2 ანგარიშით გავედით.
მეორე ტაიმში თამაში კვლავ მჭიდრო და თანაბარი იყო — მათ ცოტათი გაუმართლათ გადამწყვეტ ეპიზოდში, ჩვენ კი გათანაბრებას ვცდილობდით, თუმცა ვერ შევძელით“, — თქვა ალონსომ Movistar-ის ეთერში.