ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გაკვირვებულია, რომ რეალის ფეხბურთელებმა ესპანეთის სუპერთასის ფინალის შემდეგ საპატიო დერეფანი არ გააკეთეს.
ბარსელონამ ტიტული რეალის დამარცხებით მოიგო – 3:2. დაჯილდოების ცერემონიის დროს კილიან მბაპემ თანაგუნდელებს ხელი შეუშალა, ბარსელონასთვის საპატიო დერეფანი გაეკეთებინათ. თავის მხრივ, კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა რეალს, როგორც ტურნირის ფინალისტს, დერეფანი მოუწყვეს.
„ჩვენ რეალზე ბევრად ძლიერი ვიყავით. შეგვეძლო კიდევ მეტი გოლი გაგვეტანა. სიმართლე რომ ვთქვა, მატჩის ათბალიანი სისტემით შეფასებისას ექვსნახევარი ქულით განვიცდიდი.
ძალიან კარგად ვითამაშეთ და თამაშის კონტროლი ჩვენს ხელში იყო. მიუხედავად ამისა, ვხედავდი, რომ რეალს ნებისმიერ კონტრშეტევაზე შეეძლო პრობლემების შექმნა. თუმცა მთლიანობაში მატჩის მიმდინარეობა ჩვენ ვაკონტროლებდით და ეს სიმშვიდეს გვმატებდა. ეს იდეალური სცენარი იყო.
გაკვირვებული ვარ, რომ ჩვენთვის საპატიო დერეფანი არ მოაწყვეს. გამარჯვებისასაც და მარცხის დროსაც პატივისცემის გამოხატვა აუცილებელია. ჩვენ გავიმარჯვეთ პატივისცემითა და დიდსულოვნებით.
ბერნაბეუზე გამართული მატჩის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები გაბრაზებულები იყვნენ, მაგრამ ამჯერად თავი შესანიშნავად დაიჭირეს. ალბათ, მათთვის ეს მძიმე და ემოციური მომენტი იყო. ისინი უკვე გრძნობდნენ, რომ ბარსელონას გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა, და საბოლოოდ ეს ყველამ იხილა, თუმცა ეს ადვილი არ ყოფილა.“