რობერტ ლევანდოვსკი ატლეტიკოსთან მატჩში შეცვლამ უკმაყოფილო დატოვა.
პოლონელი ფორვარდი გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ ატლეტიკოსთან შეხვედრაში ის ნაადრევად შეცვალეს.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ბარსელონა მოედანზე კაცნაკლული დარჩა. შესვენების შემდეგ, ჰანსი ფლიკმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა და ლევანდოვსკისა და პედრის ნაცვლად მოედანზე ფერმინ ლოპესი და გავი შეიყვანა.
Diario Sport-ის მტკიცებით, რობერტი ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ნაადრევი შეცვლით იმედგაცრუებული დარჩა. მას მიაჩნდა, რომ მეორე ტაიმში გუნდისთვის დახმარების გაწევა მაინც შეეძლო.
პირველ ტაიმში ლევანდოვსკიმ ატლეტიკოს კარში ერთი დარტყმა შეასრულა და 6 გადაცემა გააკეთა (ზუსტი — 4). ასევე, მან ორჯერ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა.