• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლევერკუზენი მწვრთნელის გარეშე რჩება?
ფეხბურთიფეხბურთი

ლევერკუზენი მწვრთნელის გარეშე რჩება?

30 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლევერკუზენის ბაიერნს ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნის პროცესი, შესაძლოა, ნამდვილ კრახად შემოუტრიალდეს.


მიუხედავად იმისა, რომ კლუბს კასპერ ჰიულმანდის წასვლა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, გერმანიაში ყველამ იცის, რომ დანიელი სპეციალისტი პოსტს დატოვებს. თუმცა, ფარმაცევტებმა შესაძლოა სამივე მთავარი კანდიდატი დაკარგონ.

პირველი, ვინც გერმანელებს უარი უთხრა, ფილიპე ლუისი იყო - ფლამენგოსთან ერთად ტიტულების მომგები ბრაზილიელი მწვრთნელი ლევერკუზენელთა ფავორიტი გახლდათ, თუმცა მან მონაკო ამჯობინა. ამის შემდეგ კლუბი ანდონი ირაოლასა (ბორნმუთი) და ოლივერ გლასნერზე (კრისტალ პალასი) გადაერთო. კლუბის ხელმძღვანელები - სიმონ როლფესი და ფერნანდო კარო ირაოლასთან შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ვითარება მოულოდნელად შეიცვალა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ირაოლა მოულოდნელად ლივერპულის მთავარი სამიზნე გახდა, სადაც მან შაბათს გათავისუფლებული არნე სლოტი უნდა შეცვალოს. მერსისაიდელებთან ბრძოლაში კი ლევერკუზენს შანსები მინიმალური აქვს.

რაც შეეხება ოლივერ გლასნერს, რომელმაც ოთხშაბათს კრისტალ პალასს კონფერენს ლიგა მოაგებინა (ფინალში რაიო ვალეკანო 1:0 დაამარცხეს), ის მილანში მიემგზავრება მოლაპარაკებებზე. იტალიურ გრანდში მასშტაბური ცვლილებებია: გუნდიდან წავიდნენ დირექტორები ჯორჯო ფურლანი, იგლი ტარე, ჯოფრი მონკადა და მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი. მილანელებს სპორტულ დირექტორად რალფ რანგნიკის მოყვანა სურთ, რაც გლასნერის იტალიაში გადასვლის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

ამგვარად, ლევერკუზენის ბაიერნს, რომელმაც ერიკ ტენ ჰაგის წასვლისა და ჰიულმანდის ხელში ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვის შემდეგ ახალი დასაწყისი დაგეგმა, მწვრთნელის ძებნა, სავარაუდოდ, ნულიდან მოუწევს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბუნდესლიგა
ლევერკუზენი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა თქვა კიოლნის მოთამაშემ ლოჩოშვილზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თქვა კიოლნის მოთამაშემ ლოჩოშვილზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ოლისეს ჰეთ-თრიკი და კეინის დუბლი - ბაიერნმა უნიონი გააცამტვერა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ოლისეს ჰეთ-თრიკი და კეინის დუბლი - ბაიერნმა უნიონი გააცამტვერა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე დორტმუნდში? - რომელ გრანდში წავა გიორგი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე დორტმუნდში? - რომელ გრანდში წავა გიორგი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 სექ, 2026

რა თქვა კიოლნის მოთამაშემ ლოჩოშვილზე?

News image

18 სექ, 2026

VIDEO: ოლისეს ჰეთ-თრიკი და კეინის დუბლი - ბაიერნმა უნიონი გააცამტვერა

News image

18 სექ, 2026

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

News image

27 სექ, 2026

კვერნაძე დორტმუნდში? - რომელ გრანდში წავა გიორგი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება