ლიდერი გამოაკლდათ - 21-წლამდე ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, ათენში, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მინდორზე, პირველი ვარჯიში გამართა.
ახალგაზრდული ნაკრები მიმდინარე შეკრებას დანაკლისით შეხვდება, ნიდერლანდების ექსელსიორის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი შეკრებას ტრავმის გამო გამოტოვებს.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი);
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია);
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი);
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).
შესარჩევის 3 ტურის შემდეგ, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ, 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი მომდევნო მეტოქე საბერძნეთი 9 ქულით ლიდერია.
რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთთან მატჩს 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონ ლეოფოროსზე გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.