საქართველოს ძიუდოს ნაკრები აბუ დაბიში გასამართ გრან სლემზე მონაწილეობისთვის დასკვნით ეტაპს გადის.
ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა ის 8 სპორტსმენი, რომლებიც ტურნირზე საქართველოს წარმოადგენენ:
გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ.); თემურ ნოზაძე (-66 კგ.);
ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.); მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ.);
დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ.); ჯუმბერ მელაძე (-81 კგ.);
ლაშა ბექაური (-90 კგ.); ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.).
არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში გასამართი გრან სლემი 28-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.