საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, მოლდოვის 16-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა.
პირველი ტესტ-მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, ხოლო დღეს გამართული მეორე შეხვედრა ჩვენმა ასაკობრივმა 2:1 მოიგო.
დღევანდელ მატჩში, გიორგი ჩიტაურის გუნდისგან ანგარიში, მე-15 წუთზე, ნიკოლოზ კობზონაძის პასით, ნიკოლოზ სახვაძემ გახსნა, ხოლო გამარჯვების გოლი, მე-80 წუთზე, თორნიკე ფილაურმა შეაგდო.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მომავალი წლის შემოდგომაზე, ევრო U17-ის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპს ითამაშებს.