ლივერპული ჯულიან ვარდის ხელმძღვანელობით სატრანსფერო სტრატეგიას ცვლის და ახალი, პერსპექტიული ტალანტების ძიებაშია.
Anfield Watch-ის ცნობით, ინგლისური გრანდის ყურადღების ცენტრში ესტონეთის ნაკრებისა და ახალგაზრდა ვინგერი სანდერ ალამაა მოექცა, რომელსაც სტილითა და თამაშის მანერით ხშირად „ახალ ხვიჩა კვარაცხელიას“ უწოდებენ.
19 წლის ფეხბურთელი მარცხენა ფლანგიდან თამაშობს და ძირითადად მარჯვენა ფეხზე შემოჭრით აქტიურობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ტრადიციული ტოპ-ლიგების მიღმა ასპარეზობს, უკვე 68 შეხვედრა აქვს ჩატარებული საკლუბო დონეზე და 90 წუთში საშუალოდ 0.72 გოლში მონაწილეობს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც მიმდინარე სეზონში 3 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, რის შედეგადაც მისმა გუნდმა ჩელსი ტურნირიდან გამოთიშა.
ლივერპული ცდილობს პოტენციური ვარსკვლავები სანამ ისინი ფართო მასებისთვის გახდებიან ცნობილი, ადრეულ ეტაპზევე შეამჩნიოს, ალამა კი გუნდის სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კანდიდატია.