ვილაპარკზე ასტონ ვილასთან გამართულმა მატჩმა ლივერპულის ღრმა პრობლემები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, გიორგი მამარდაშვილის ირგვლივ არსებულმა კითხვის ნიშნებმა კი უგულებელყოფის ზღვარს მიაღწია.
მიმდინარე სეზონში ქართველ მეკარეს საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება მოუწია, რადგან ალისონ ბეკერი ტრავმების გამო მოედანზე იშვიათად ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ჰქონდა კარგი მომენტები, მან კლუბის ხელმძღვანელობა ვერ დაარწმუნა იმაში, რომ მზად არის 2026/27 წლების სეზონში ელისონის ადგილი სრულ განაკვეთზე დაიკავოს. თუმცა, აუცილებელია აღინიშნოთ ლივერპულის დაცვის საშინელი მოქმედებებიც.
ასტონ ვილასთან წაგებული მატჩი (2:4) ამის ნათელი მაგალითი იყო, 25 წლის ქართველი მეკარე შეხვედრის პირველივე წუთიდან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლის გაშვებაში იღბალმაც ზურგი აქცია, არსებობს საფუძვლიანი არგუმენტი, რომ მინიმუმ სამ ეპიზოდში მას ბევრად უკეთ თამაში მართებდა.
ქვიზების ლიგა დაიწყო!
როდესაც ლივერპულმა მამარდაშვილი 2024 წელს გააფორმა, კლუბი აშკარად ალისონის წასვლისთვის ემზადებოდა, რადგან მეკარეში 30 მილიონ ფუნტამდე იმიტომ არ იხარჯება, რომ ის მუდმივად მეორე ნომერი იყოს. თუმცა, ვალენსიას ყოფილი გოლკიპერის 20 მატჩიანი პერფორმანსის შემდეგ, ენფილდზე მიიჩნევენ, რომ კლუბი ვალდებული არ არის მას ეს შანსი მისცეს. თუ ალისონი ზაფხულში მართლაც წავა, ლივერპულმა შესაძლოა ფინანსური ზარალი შეამციროს, მამარდაშვილი გაყიდოს და სრულიად ახალი პირველი ნომერი შეიძინოს.