გიორგი შერმადინმა საქართველოს ნაკრებში 19-წლიანი კარიერა დაასრულა. ბოლო შეხვედრა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ქალაქ ტენერიფეში ჩაატარა - იქ, სადაც 2019 წლიდან საკლუბო კალათბურთს თამაშობს.
ჩვენი გუნდი 61:90 დამარცხდა, თავად კი 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ნაკრებში შერმოს დებიუტი 2006 წლის 3 სექტემბერს, ლუქსემბურგთან მატჩისას (86:44) შედგა, როცა 17 წლის იყო. მას შემდეგ კი, 19 წლის განმავლობაში, ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ.
გიორგი შერმადინი ერთადერთი ქართველია, რომელმაც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს ნაკრების მიერ ნათამაშებ 7-ვე დიდ ტურნირზე (6 ევრობასკეტი და 1 მსოფლიო ჩემპიონატი) მიიღო მონაწილეობა.
ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისური 203 შეხვედრაში მოირგო.
მის სანაკრებო და სპორტულ კარიერას ეკუთვნის, რომ დავემშვიდობოთ სიტყვებით: "მადლობა, შერმადინი".