VIDEO: მორიგი გოლი - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის თანაბომბარდირია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილმა, შტურმის რიგებში, ზედიზედ მე-3 მატჩში გაიტანა. ავსტრიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში, ერთ-ერთ კონკურენტ ჰარტბერგთან გასვლით მატჩში პენალტი შეაგდო და გუნდს 1:0 მოაგებინა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა, 81-ე წუთზე კი პენალტის დარტყმის საშუალება მიიღო და, ტრადიციულად, ყველაფერი ზუსტად გააკეთა,
კიტეიშვილმა უშუალოდ ბუნდესლიგის წლევანდელ სეზონში მე-8 გოლი გაიტანა და, კიდევ 4 ფეხბურთელთან ერთად, ჩემპიონატის თანაბომბარდირია.
ყველა ტურნირის ეგიდით, მისთვის ეს მე-20 თამაში იყო და მე-13 საგოლე მოქმედება მიითვალა - 11 გოლი და 2 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ მისთვის შიდა ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი სეზონი წინა იყო, როცა 12 გოლი შეაგდო, ასე რომ, პირად რეკორდს ძალიან მაღალი ტემპით უტევს.
შტურმმა 25 ქულა მოაგროვა და ლიდერ ზალცბურგს 1 ქულამდე მიუახლოვდა - პოტენციურად ლიდერი თავადაა, რადგან ზალცბურგელებზე მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
გრაცელები მომდევნო ტურში, 3 დეკემბერს, უმასპინძლებენ ტიროლს, რომელიც ბოლო დროს კარგ სვლაზეა და ჩემპიონატში 5-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია აქვს.