VIDEO: კონკურენტთან წააგეს - მამუს ტორონტო ნიუ იორკში დამარცხდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა, 9-თამაშიანი მოგებათა სერიის შემდეგ, ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო - ერთ-ერთ კონკურენტ ნიუ იორკ ნიქსთან სტუმრად დიდი სხვაობით (94:116) დამარცხდა.
მასპინძელთა შორის, კარლ-ენტონი თაუნსი გამოირჩა - 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი, ხოლო ჯოშ ჰარტს სამმაგ დუბლამდე ბევრი არ დააკლდა - 20 ქულა, 12 მოხსნა, 7 ასისტი.
მამუმ პარკეტზე 27:03 წუთი გაატარა და 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა. 9-დან 3 სროლა შეასრულა ზუსტად - 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან არც ერთი სამქულიანი. საჯარიმო ხაზზე 4-ჯერ დადგა და 3 ქულა აიღო. 1 ჩაჭრა, 2 ბლოკი და 1 დაკარგვაც ჰქონდა.
რეპტორსმა მიმდინარე სეზონში მე-7 თამაში წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილი სწორედ ნიუ იორკს დაუთმო.
3 დეკემბრის 04:30 საათზე, კანადელები თავიანთ პარკეტზე დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილოსან პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუხვდებიან.