იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მაისურაძე, მოისწრაფიშვილი, ყალიჩავა - რა თქვეს ნაკრების დებიუტანტებმა?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

მაისურაძე, მოისწრაფიშვილი, ყალიჩავა - რა თქვეს ნაკრების დებიუტანტებმა?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.


უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის 3 დებიუტანტი ემზადება. გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ნოდარ ყალიჩავამ ტრადიციული სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან, მიიღეს.

გიორგი მოისწრაფიშვილი


მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს და სამწვრთნელო შტაბს ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. ჩემი თამაშით, ჩემი შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს.


გიორგი მაისურაძე


საჩუქარი, რომელიც ნაკრებისგან მივიღე, საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს სახლში და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარია. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ. ძალიან მონდომებული უნდა იყო და მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს, რომ მენდო. ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო და მაქსიმუმს გავაკეთებ ამ ნაკრებისთვის.


ნოდარ ყალიჩავა


ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და, როგორც კი მექნება შანსი, რომ გუნდს დავეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.


14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში შეხვდება.


ტრავმებზე, დებიუტანტებზე, მიზნებზე - სვანაძის სრული პრესკონფერენცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
გიორგი მაისურაძე
გიორგი მოისწრაფიშვილი
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ითამაშებს თუ არა სობოსლაი საქართველოს წინააღმდეგ? - ოფიციალური განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა სობოსლაი საქართველოს წინააღმდეგ? - ოფიციალური განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,4 ფინალი დარჩა" - რა თქვა დადიანმა გაგრასთან მატჩის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,4 ფინალი დარჩა" - რა თქვა დადიანმა გაგრასთან მატჩის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს საქართველო პირველი გოლის გატანას? ურთულესი გამოცდა და უნგრელთა მზადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეძლებს საქართველო პირველი გოლის გატანას? ურთულესი გამოცდა და უნგრელთა მზადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა პრობლემა შეექმნათ უნგრელებს თბილისურ მატჩამდე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა პრობლემა შეექმნათ უნგრელებს თბილისურ მატჩამდე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 სთ წინ

ითამაშებს თუ არა სობოსლაი საქართველოს წინააღმდეგ? - ოფიციალური განცხადება

News image

11 სთ წინ

,,4 ფინალი დარჩა" - რა თქვა დადიანმა გაგრასთან მატჩის შემდეგ?

News image

9 სთ წინ

შეძლებს საქართველო პირველი გოლის გატანას? ურთულესი გამოცდა და უნგრელთა მზადება

News image

9 სთ წინ

რა პრობლემა შეექმნათ უნგრელებს თბილისურ მატჩამდე?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება