• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მალე იამალი რონალდუს გადაასწრებს -  შოკისმომგვრელი მაჩვენებელი
ფეხბურთიფეხბურთი

მალე იამალი რონალდუს გადაასწრებს - შოკისმომგვრელი მაჩვენებელი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლამინ იამალი ძალიან ახლოსაა, რომ ლა ლიგის ტიტულების რაოდენობით რეალ მადრიდის ლეგენდას, კრიშტიანუ რონალდუს გადაასწროს.


დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - 17 წლის ასაკში იამალს უკვე იმდენივეჯერ აქვს ესპანეთის ჩემპიონატი მოგებული (2), რამდენჯერაც ეს რონალდუმ მადრიდში გატარებულ 9 წელიწადში მოახერხა. ახლა კი ის ემზადება, რომ მე-19 დაბადების დღემდე რონალდუს ამ მაჩვენებლით აჯობოს.

მისი პირველი ჩემპიონობა უფრო სიმბოლური იყო - 2022-23 წლების სეზონში ჩავიმ ის მოედანზე სულ 7 წუთით შეიყვანა. მიუხედავად ამისა, რადგან თამაშში მონაწილეობა მიიღო, მას ოფიციალურად ეკუთვნის ჩემპიონის მედალი. მაშინ იამალი სულ რაღაც 15 წლის იყო.

მას შემდეგ იამალი გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა. ჰანსი ფლიკის ხელში ის ბრწყინავს. ამ სეზონში მან უკვე 15 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. შაბათს, ესპანიოლთან მატჩში (4:1), მან ორი ასისტი მიითვალა და თავადაც გაიტანა გოლი.

ამ მოგებით ბარსელონამ ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა. მათ ცხრილში 9-ქულიანი უპირატესობა აქვთ და სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 7 ტური დარჩა. საინტერესოა, რომ რეალ მადრიდს ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა თითქმის 20 წელია არ მოუპოვებია.

შედარებისთვის: რონალდუმ მადრიდში 9 სეზონი გაატარა, 311 გოლი გაიტანა და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ორჯერ გახდა (2012 და 2017 წლებში). იმ პერიოდში ლიონელ მესის ბარსელონა თითქმის ყოველ წელს იგებდა ლა ლიგას.

ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ მაინც შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ 18 წლის ბიჭი ტიტულებით უკვე ასეთ ლეგენდას უსწრებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბარსელონა
კრიშტიანუ რონალდუ
ლა ლიგა
ლამინ იამალი
რონალდუ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფერან ტორესის ბენეფისი: ლევანდოვსკის ადგილი საფრთხეშია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფერან ტორესის ბენეფისი: ლევანდოვსკის ადგილი საფრთხეშია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული მომენტი - შესაძლოა რეალმა ბარსას საპატიო დერეფანი გაუკეთოს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიული მომენტი - შესაძლოა რეალმა ბარსას საპატიო დერეფანი გაუკეთოს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონასთან სკანდალის შემდეგ ესპანიოლის მცველმა ინსტაგრამი გააუქმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონასთან სკანდალის შემდეგ ესპანიოლის მცველმა ინსტაგრამი გააუქმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მზადება მადრიდისთვის: ვინ შეცვლის დისკვალიფიცირებულ კუბარსის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მზადება მადრიდისთვის: ვინ შეცვლის დისკვალიფიცირებულ კუბარსის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ფერან ტორესის ბენეფისი: ლევანდოვსკის ადგილი საფრთხეშია?

News image

3 სთ წინ

ისტორიული მომენტი - შესაძლოა რეალმა ბარსას საპატიო დერეფანი გაუკეთოს

News image

2 წთ წინ

ბარსელონასთან სკანდალის შემდეგ ესპანიოლის მცველმა ინსტაგრამი გააუქმა

News image

3 სთ წინ

მზადება მადრიდისთვის: ვინ შეცვლის დისკვალიფიცირებულ კუბარსის?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება