კრიშტიანუ რონალდუს მიერ გამოქვეყნებულმა ვრცელმა, 2000-ზე მეტსიტყვიანმა განცხადებამ, სადაც მან პორტუგალიის ნაკრებში არსებულ კრიზისზე ღიად ისაუბრა, საერთაშორისო მედიაში ნამდვილი ფურორი გამოიწვია.
წამყვანმა სპორტულმა გამოცემებმა პორტუგალიელთა კაპიტნის სიტყვები და ჟორჟე ჟესუსთან არსებული კონფლიქტი დეტალურად გააანალიზეს.
ესპანური Marca რონალდუს განცხადებას „მიწისძვრას“ უწოდებს. გამოცემის ცნობით, ჟესუსის მიერ დადებული პირობები ფეხბურთელის ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით მედიის თვალწინ სრულად დაირღვა. ამასთან, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავდა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პედრო პროენსას თხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა.
ინგლისურმა მედიამ მოვლენები ნაკრებში ეპოქის დასასრულად შეაფასა. The Athletic-მა დეტალურად აღწერა კონფლიქტის ქრონოლოგია, ხოლო Daily Mail-მა რონალდუს ტექსტს „უცნაური განცხადება“ უწოდა. ინგლისელთა ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ რონალდუმ ჟესუსისგან 8-პუნქტიანი ბოდიში მოითხოვა და საკუთარი თავი პელესა და მარადონას შეადარა.
რონალდუ ნაკრებიდან არ მიდის? პორტუგალიელის საგანგებო განცხადება
ფრანგულმა L'Équipe-მა შექმნილ ვითარებას „ფსიქოლოგიური დრამა“ უწოდა, ხოლო ამერიკულმა ESPN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდუმ ნაკრებს ულტიმატუმი წაუყენა, ის გუნდში არ დაბრუნდება, სანამ მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსია.
ესპანურ რადიო Cadena SER-ში კი კრიშტიანუს განცხადებას ირონიით შეხვდნენ და მას „C’ego’7“ უწოდეს, რაშიც ხაზი გაუსვეს ფეხბურთელის გადაჭარბებულ ეგოსა და ლეგენდებთან საკუთარი თავის შედარებას.