ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში, იბერია 1999 პოლონურ იაგელონიასთან სტუმრად 0:4 დამარცხდა.
შეხვედრა თბილისელთა შეტევებით დაიწყო და ორი კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა შემდეგ უპირატესობას ბიალისტოკელები დაუფლნენ და თანდათან ეს ანგარიშშიც გამოხატეს.
32-ე წუთზე, იბერიელთა კარში პენალტი დაინიშნა - გიორგი მაკარიძემ ხესუს იმასის მიერ შესრულებული დარტყმული მოიგერია, თუმცა, საჯარიმოში ფეხბურთელთა ნაადრევად შესვლის გამო, ესპანელმა მსაჯმა პენალტი გაამეორებინა და იმასმა ამჯერად შედეგიანად დაარტყა - 1:0.
პოლონელებმა მეორე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წამებზე შეაგდეს - ჟერემი აგბონიფომ ბრწყინვალე დრიბლინგი შეასრულა და ლამაზი გოლი შექმნა.
62-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ იბრაჰიმ ალჰასანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ალჰასანმა პენალტის ეპიზოდში წესიც დაარღვია.
საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 92-ე წუთზე, როცა სერხიო ლოსანომ ულამაზესი მაღალი დარტყმით გაიტანა.
ბიალისტოკში 4-ბურთიანი სხვაობით მარცხის შემდეგ, იბერია 1999 მეტოქეს ერთ კვირაში, 27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში.