• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"მათ ნაკლები უნდა ილაპარაკონ და მეტი იფიქრონ რბოლაზე" - ფერარის პრეზიდენტი
სხვა სპორტისხვა სპორტი

"მათ ნაკლები უნდა ილაპარაკონ და მეტი იფიქრონ რბოლაზე" - ფერარის პრეზიდენტი

11 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფერარის პრეზიდენტმა ჯონ ელკანმა განაცხადა, რომ ლუის ჰამილტონმა და შარლ ლეკლერმა „ნაკლები უნდა ილაპარაკონ“ და მიანიშნა, რომ ფორმულა 1-ის გუნდს ერთიანობა აკლია.


ბრაზილიის გრან პრიზე ლეკლერი რბოლას ადრეულ ეტაპზე შეჯახების შედეგად გამოეთიშა, როცა ოსკარ პიასტრი და კიმი ანტონელი პირველ მოსახვევში შეეჯახნენ ერთმანეთს - მაშინ, როცა ლეკლერი ანტონელის გარე ხაზიდან გასწრებას ცდილობდა.


ჰამილტონი კი რბოლას ბოლიდის დაზიანების გამო გამოეთიშა, რომელიც მან პირველ წრეზე, ფრანკო კოლაპინტოს უკნიდან შეჯახებისას მიიღო.


ფერარიმ ბრაზილიაში ცუდი სპრინტიც ჩაატარა - ლეკლერი მეხუთე ადგილას გავიდა, ხოლო ჰამილტონი მეშვიდე იყო. მხოლოდ ექვსი ქულის მიღებამ გამოიწვია ის, რომ ფერარი კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მეორე ადგილიდან მეოთხეზე ჩამოვარდა - 36 ქულით ჩამორჩა მერსედესს და 6 ქულით რედ ბულს.


ზამთრის ოლიმპიადის ღონისძიებაზე გამოსვლისას, ფერარის ხელმძღვანელმა ელკანმა ბრაზილიის გრან პრი „დიდ იმედგაცრუებად“ მოიხსენია.


„თუ ფორმულა 1-ის ჩემპიონატს შევხედავთ, ერთი მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მექანიკოსები ჩემპიონები არიან თავიანთი მუშაობითა და პიტ-სტოპების შესრულებით.


თუ ინჟინრებს შევხედავთ, ეჭვიც არ არის, რომ ბოლიდი გაუმჯობესდა. თუ დანარჩენს შევხედავთ, ეს სათანადო დონეზე არ არის.


და უდავოდ გვყავს პილოტები, რომელთათვის მნიშვნელოვანია, ყურადღება რბოლაზე გაამახვილონ და ნაკლებად ილაპარაკონ, რადგან წინ კიდევ მნიშვნელოვანი რბოლებია და მეორე ადგილის მოპოვება შეუძლებელი არ არის.“ - განაცხადა ელკანმა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუის ჰამილტონი
ფერარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,ბრძოლაში ეს მრბოლელები იქნებიან" - რასელმა სეზონის წინ მთავარი მეტოქეები დაასახელა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,ბრძოლაში ეს მრბოლელები იქნებიან" - რასელმა სეზონის წინ მთავარი მეტოქეები დაასახელა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,შეკუმშვა თუ ძრავის სიმძლავრე?" - ჰამილტონი მერსედესთან სხვაობაზე

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

,,შეკუმშვა თუ ძრავის სიმძლავრე?" - ჰამილტონი მერსედესთან სხვაობაზე
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

„მასშტაბური გამოწვევა“ - ჰამილტონი იმ ადაპტაციაზე, რომელიც მრბოლელებს 2026 წელს ელოდებათ

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

„მასშტაბური გამოწვევა“ - ჰამილტონი იმ ადაპტაციაზე, რომელიც მრბოლელებს 2026 წელს ელოდებათ
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ფოტო: ახალი ვარსკვლავური წყვილი? ჰამილტონი და კარდაშიანი ერთად გამოიჭირეს

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ფოტო: ახალი ვარსკვლავური წყვილი? ჰამილტონი და კარდაშიანი ერთად გამოიჭირეს
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

News image

06 მარ, 2026

,,ბრძოლაში ეს მრბოლელები იქნებიან" - რასელმა სეზონის წინ მთავარი მეტოქეები დაასახელა

News image

07 მარ, 2026

,,შეკუმშვა თუ ძრავის სიმძლავრე?" - ჰამილტონი მერსედესთან სხვაობაზე

News image

23 იან, 2026

„მასშტაბური გამოწვევა“ - ჰამილტონი იმ ადაპტაციაზე, რომელიც მრბოლელებს 2026 წელს ელოდებათ

News image

02 თებ, 2026

ფოტო: ახალი ვარსკვლავური წყვილი? ჰამილტონი და კარდაშიანი ერთად გამოიჭირეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება