პრემიერ ლიგის ოფიციალური გვერდი ჰინ-მინ სონის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
ოფიციალურად: სონი ტოტენჰემს ტოვებს
პრემიერ ლიგის ისტორიაში ჰინ-მინ სონმა აზიელ მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი მატჩი (333) ჩაატარა, ყველაზე მეტი გოლი (127) გაიტანა და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა (71) მიითვალა.
სამხრეთ კორეელი სტაბილურად ბრწყინავდა ტოტენჰემ ჰოთსპურში 10 სეზონის განმავლობაში. ამ პერიოდში არცერთ მოთამაშეს არ ჩაუტარებია სონზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში.
შვიდიანმა ინგლისში გატარებულ დროში ინდივიდუალური ჯილდოები მოიგო, რომელიც მოიცავს ოქროს ბუცს, თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს (4-ჯერ) და ვინ დაივიწყებს იმ სოლო გარბენს ბარნლის წინააღმდეგ 2019 წლის დეკემბერში, რომელიც არა მხოლოდ სეზონის გოლი გახდა, არამედ პუშკაშის ჯილდოც მოიგო.
თუმცა 2025 წლის მაისამდე სონმა საბოლოოდ ვერ იგრძნო თავი სპურსის ყველაზე დიდებულ მოთამაშეებს შორის.
2024/25 წლების სეზონში კლუბის შიდა სირთულეების მიუხედავად, მათ ევროპაში იპოვეს შვება და ევროპა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედს მოუგეს.
1-0 გამარჯვებამ კლუბის 17-წლიანი ლოდინი დაასრულა ტიტულისთვის და ჰინ-მინ სონმა კაპიტნის როლში ტიტული აღმართა.
სპურსის კარიერაში მიისი ბოლო ოფიციალური მატჩის შემდეგ მან განაცხადა:
მე ამ კლუბის ლეგენდა ვარ.