ჯეიმს მედისონი ტოტენჰემიდან სონ ჰეუნ მინის წასვლას გამოეხმაურა.
დღეს სამხრეთ კორეელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სპურსს 10-წლიანი გატარებული პერიოდის შემდეგ ტოვებს.
„მან რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ მიდიოდა. ჩემთვის ეს უცნაურია. რაც მე პრემიერ ლიგაში მოვედი, ჯერ კიდევ ლესტერის დროიდან, სონი არის ტოტენჰემი, ტოტენჰემი კი - სონი.
უცნაური იქნება სონის გარეშე ტოტენჰემზე ფიქრი. ემოციური მომენტია, რადგან ის ჩემი ახლო მეგობარია, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდებული ადამიანია.
სიტყვები არ მეყოფა იმის გამოსახატად, რასაც მის მიმართ ვგრძნობ. მასზე საკმარისად კარგი სიტყვების თქმა უბრალოდ არ შემიძლია.
სონი ძალიან მომენატრება, მაგრამ ის მთელი ცხოვრებით ჩემი მეგობარი იქნება." - აღნიშნა ინგლისელმა ნახევარმცველმა.