საქართველოს ფეხბურთის მედია ნაკრები მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში იმყოფება და საერთაშორისო მედია ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრები 10 მაისს, ადგილობრივი დროით 11:00 საათიდან დაიწყება. კიშინიოვში მყოფ ქართველებს ნაკრების ადგილზე მისვლა და ნაკრების გულშემატკივრობა შეუძლიათ (გიზიარებთ ადგილმდებარეობას).
ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობითაა: გეგი კიკაბიძე (NOMAD SPORTS), კონსტანტინე მიგინეიშვილი (პირველი არხი), მერაბ სიმონიშვილი (პირველი არხი), ნიკა კბილაძე (პალიტრა ჰოლდინგი), გიორგი თოთლაძე (სჟა), რევაზ დევდარიანი (სჟა), ზურაბ მაკარაძე (კრისტალსპორტი) გიორგი გურაბანიძე (NOMAD SPORTS), სოსო მალანია (აფხაზეთის ხმა), ირაკლი სიხარულიძე (სჟა). დელეგაციის ხელმძღვანელი: მიხეილ აბაიშვილი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი).
საქართველოს მედია ნაკრები ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსითაა - 2025 წლის შემოდგომაზე, ბათუმში გამართული მედია ტურნირი მოიგეს. ჯამში კი ისტორიაში (2002 წლიდან მოყოლებული) საერთაშორისო მედია ტურნირში 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა და 14-ჯერ საპრიზო ადგილზე გავიდა - 4 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.