VIDEO: ხმაურიანი გამარჯვება - ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-6 ჩოგანი დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომის მასტერსის 1/32 ფინალურ ეტაპზე, მსოფლიოს მე-6 ჩოგან ამერიკელ ბენ შელტონს მოუგო.
2 საათსა და 20 წუთს გაგრძელებულ რთულ 3-სეტიან შეხვედრაში, ქართველმა ჩოგბურთელმა 6:4; 6:7; 6:3 გაიმარჯვა და შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნიკამ 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 63-დან 51 ქულა მოიგო (81%), ხოლო მეორეზე - 43-დან 21 (49%). 3-დან 2 ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, თავად კი მიღებული 9 შანსიდან 3 ბრეიკად აქცია. ასევე, 27 ვინერი შეასრულა და უნებლიედ 34-ჯერ შეცდა.
რომის მასტერსის 1/16 ფინალურ ეტაპზე, ბასილაშვილის მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი, მსოფლიოს 32-ე ჩოგანი, ბრენდონ ნაკაშიმა იქნება. ურთიერთშეხვედრებში 1:0-ს უგებს - 2025 წლის 16 მაისს, ბორდოს ტურნირზე 3 სეტში დაამარცხა.