ფორმულა 1-ში მექსიკის გრან პრი იმართება.
კვალიფიკაციაზე საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. პოულ პოზიცია მაკლარენის პილოტმა, ლანდო ნორისმა მოიპოვა და რბოლას პირველი ადგილიდან დაიწყებს.
ბრწყინვალე წრეები გაიარეს ფერარის მრბოლელებმა, შარლ ლეკლერმა და ლუის ჰამილტონმა, რომლებმაც კვალიფიკაციაზე შესაბამისად მეორე და მესამე პოზიცია დაიკავეს.
მეოთხე ჯორჯ რასელი იქნება, მეხუთე - მაქს ვერსტაპენი, ჩემპიონატის ლიდერმა ოსკარ პიასტრიმ კი მე-7 ადგილი დაიკავა.
კვალიფიკაციის სრული შედეგები ასეთია.

მექსიკის რბოლა 00:00 საათზე დაიწყება.