ფორმულა 1-ში მექსიკის გრან პრი გაიმართა.
კვალიფიკაციაზე პოულ პოზიციის მოპოვების შემდეგ, ლანდო ნორისმა რბოლის განმავლობაში ლიდერობის შენარჩუნება მოახერხა და საბოლოოდ გამარჯვება დიდი უპირატესობით მოიპოვა.
მეორე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა, რომელიც რბოლის ბოლოს მაქს ვერსტაპენის შეტევისგან ვირტუალურმა უსაფრთხოების მანქანამ გადაარჩინა.
რედ ბულის ნიდერლანდელმა პილოტმა კი რბოლა მე-5 ადგილიდან დაიწყო და პირველივე მოსახვევებში საკმაოდ ხისტი იყო, რის გამოც გაზონზე გადასვლაც მოუწია, თუმცა პიტსტოპის შემდეგ მაქსმა ბრწყინვალედ იარა და საბოლოოდ პოდიუმზე მე-3 პოზიცია დაიმსახურა.
აღსანიშნავია, ოლი ბერმანის მე-4 ადგილიც, რომელსაც რბოლის განმავლობაში პოდიუმზე ასვლის შანსიც ჰქონდა, თუმცა ჰაასის დებიუტანტი პილოტისთვის ეს შედეგიც გამორჩეულია.
მექსიკის რბოლაში ქულები ასე განაწილდა:
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 18 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 15 ქულა
4. ოლი ბერმანი (ჰაასი) - 12 ქულა
5. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 10 ქულა
6. კიმი ანტონელი (მერსედესი) - 8 ქულა
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 6 ქულა
8. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 4 ქულა
9. ესტებან ოკონი (ჰაასი) - 2 ქულა
10. გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი) - 1 ქულა
ლანდო ნორისის გამარჯვებისა და ოსკარ პიასტრის მე-5 ადგილის შემდეგ, საჩემპიონო დავაში ვითარება შეიცვალა. მაკლარენის მრბოლელებმა ადგილები გაცვალეს და ჩემპიონატს ნორისის სახით ახალი ლიდერი ჰყავს, თუმცა უპირატესობა მხოლოდ 1 ქულაა. საჩემპიონო ბრძოლაში კვლავ არის მაქსიც, რომელიც ლანდოს 36 ქულით ჩამორჩება.
1. ლანდო ნორისი - 357 ქულა
2. ოსკარ პიასტრი - 356 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 321 ქულა
ფორმულა 1-ის შემდეგი გრან პრი ბრაზილიაში 7-9 ნოემბერს გაიმართება, 2025 წლის სეზონის დასრულებამდე კი სულ რაღაც 4 გრან პრია დარჩენილი.