ანტონ თოლორდავამ ლიეტუვაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო.
ქვეყნის თასის ფინალში მისმა კაუნო ჟალგირისმა მინიჯა 3:0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად დაასრულა ტრიუმფით.
თოლორდავა კაუნო ჟალგირისის ერთ-ერთი ლიდერია და ჩემპიონატის 28-დან 27 ტურში აქვს ნათამაშები, წლევანდელ თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ფინალს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.
ქართველმა მცველმა ლიეტუვაში რიგით მე-3 ტიტული მოიპოვა - გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად, სუპერ თასიც მოიგო.
თოლორდავა ჟალგირისელებს 2025 წლის დასაწყისში შეუერთდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 74 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
მისი გუნდი ლიეტუვის მიმდინარე ჩემპიონატშიც ლიდერია და ზედიზედ მეორე ჩემპიონობამდე 4 ტური აშორებს.