არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ინგლისის ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე საკუთარი მოლოდინები გააზიარა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინამ შვეიცარია დაამარცხა (3:1 ექსტრა-ტაიმში), ხოლო ინგლისელებმა ნორვეგიას აჯობეს (2:1 ექსტრა-ტაიმში).
„ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია. ინგლისის წინააღმდეგ აქამდე არასდროს მითამაშია, ამიტომ ეს მატჩი ჩემთვის გამორჩეული იქნება.
ეს ნახევარფინალია, ახლა უბრალოდ უნდა დავისვენოთ და ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ. უდიდესი დაღლილობა დაგვიგროვდა და ამას უკვე ფიზიკურად ვგრძნობთ“, - განაცხადა მესიმ.
არგენტინისა და ინგლისის სუპერდაპირისპირება 15 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.