მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლეო მესი ინტერ მაიამის ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მექსიკურ ატლეტიკო სან ლუისთან 4:2 მოგებულ მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემით თავი გამოიჩინა.
ამ გამარჯვებით მაიამელებმა ლიგების თასზე წარმატებული სტარტი აიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესი გუნდს 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა.
მესის პირველმა გოლმა, რომელიც მან ჰაერშივე ულამაზესი დარტყმით შეაგდო, მთავარი მწვრთნელი გილერმო ოიოსი შოკში ჩააგდო. მან არგენტინელის იდეალური ტექნიკა პიკასოს შემოქმედებას შეადარა.
ლეომ დუბლით ლიგების თასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი მოიპოვა და 14 გატანილი გოლით დენის ბუანგას გადაასწრო.