VIDEO: მესის ბრწყინვალე მატჩი მექსიკური გუნდის წინააღმდეგ
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში სტარტი აიღო ლიგის თასმა, რომლის პირველ მატჩშიც ინტერ მაიამი მექსიკურ ატლეტიკო სან ლუისს დაუპირისპირდა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და პირველივე ტაიმში 5 გოლი გავიდა, საბოლოოდ კი ინტერ მაიამიმ 4-2 იმარჯვა და ტურნირი 3 ქულით გახსნა.
ბრწყინვალე მატჩი გამოუვიდა ლიონელ მესის, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა.
არგენტინელმა მე-11 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 44-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ანგარიში 3-1 გახადა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი თანაგუნდელ მიკაელს საგოლე პასი გაუკეთა.