• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მილანი-იუვნეტუსი - ფრე, რომელიც არცერთს უნდოდა
ფეხბურთიფეხბურთი

მილანი-იუვნეტუსი - ფრე, რომელიც არცერთს უნდოდა

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სან სიროზე გამართულ შეხვედრაში მილანმა და იუვენტუსმა ქულები გაიყვეს. ალექსის სალემაკერსმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კეფრენ ტიურამის გოლი კი გაუქმდა. შედეგად, ოთხეულისთვის ბრძოლა კვლავ ღიად რჩება.


მილანი მესამე ადგილზე მყოფ იუვეზე მხოლოდ სამი ქულით წინ იყო და ნაპოლის ეწეოდა, იუვენტუსს კი მოგება სჭირდებოდა, რათა კომოსა და რომას ოთხეულთან მიახლოების საშუალება არ მისცემოდათ.


მასპინძელთა რიგებში დავიდე ბარტეზაგიმ სასტარტოში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით მზად არ იყო. ბებერ ქალბატონს კი არეკ მილიკი და ხუან კაბალი აკლდნენ, ხოლო კენან ილდიზი და დუშან ვლაჰოვიჩი მხოლოდ სათადარიგოთა სკამისთვის აღმოჩნდნენ მზად.

იუსუფ ფოფანამ რთული კუთხიდან ანდრეა კამბიაზოს ჩამოშორების შემდეგ არაზუსტად დაარტყა, თუმცა ადრიენ რაბიოს მძლავრი დარტყმის შემდეგ მიკელე დი გრეგორიოს მოუწია თამაშში ჩართვა, რაფაელ ლეაუმ კი დამატებაზე ბურთი კარს გადააცილა.

იუვენტუსს ეგონა, რომ ანგარიში გახსნა, როდესაც ფრანსისკო კონსეისაომ ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა და კეფრენ ტიურამმა ვარდნაში გაიტანა, თუმცა ფრანგი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

კონსეისაომ კვლავ შეაწუხა მეტოქე მარჯვენა ფლანგიდან, მაგრამ მისი დარტყმა მაიკმა მკერდით მოიგერია. ბარტეზაგი აშკარად ვერ უმკლავდებოდა კონსეისაოს ტემპს, რის გამოც შესვენებაზე ის პერვის ესტუპინიანმა შეცვალა.

მილანი ძალიან ახლოს იყო გოლთან, როდესაც ლეაუს პასის შემდეგ სალემაკერსმა 10 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ხარიხას ქვედა ნაწილს მოხვდა. იუვე მაშინვე კონტრშეტევაზე გადავიდა. ჯონათან დევიდი გაბიასა და ტომორის შორის გაძვრა და საჯარიმოსთან დაეცა, თუმცა რეფერიმ თამაში არ გააჩერა.

ლუკა მოდრიჩმა მოედანი მანუელ ლოკატელისთან თავებით შეჯახების შემდეგ დატოვა. ის თავბრუსხვევის გამო არდონ იაშარიმ შეცვალა.

დევიდმა სულ ცოტათი დააგვიანა მარჯვნიდან ჩაწოდებულ სახიფათო ბურთზე, დუშან ვლაჰოვიჩის დარტყმისას კი, რომელიც მენიამმა ფეხით მოიგერია, თამაშგარე დაფიქსირდა.

ამ გუნდებს შორის სეზონში მეორედ დაფიქსირებული 0:0 ნიშნავს, რომ მილანს იუვენტუსის წინააღმდეგ სერია A-ს ბოლო ექვს შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იუვენტუსი
ლუკა მოდრიჩი
მილანი
სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სერია A-ს პრეზიდენტი მსაჯების სკანდალზე კომენტარს აკეთებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერია A-ს პრეზიდენტი მსაჯების სკანდალზე კომენტარს აკეთებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიკო პასს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიკო პასს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: შედეგიანი ფრე ტურინში - ინტერი შესაძლოა შემდეგ ტურში გაჩემპიონდეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: შედეგიანი ფრე ტურინში - ინტერი შესაძლოა შემდეგ ტურში გაჩემპიონდეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩი მილანი - იუვენტუსის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოდრიჩი მილანი - იუვენტუსის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სთ წინ

სერია A-ს პრეზიდენტი მსაჯების სკანდალზე კომენტარს აკეთებს

News image

17 სთ წინ

ნიკო პასს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა

News image

17 სთ წინ

VIDEO: შედეგიანი ფრე ტურინში - ინტერი შესაძლოა შემდეგ ტურში გაჩემპიონდეს

News image

4 სთ წინ

მოდრიჩი მილანი - იუვენტუსის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება