სერია A-ს 34-ე ტურში AC მილანისა და იუვენტუსის დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა.
მილანი-იუვნეტუსი - ფრე, რომელიც არცერთს უნდოდა
სან სიროზე გამართულ შეხვედრაში, სადაც ყველაზე რეალური შანსი სალემაკერსის მიერ ხარიხაზე მოხვედრილი ბურთი იყო, ლუკა მოდრიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.
ხორვატმა ნახევარმცველმა მოედანზე ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა. ის იყო როსონერის შუა ხაზის გული და გავლენას ახდენდა როგორც დაცვაზე, ისე შეტევაზე. მოდრიჩი მე-80 წუთზე, ლოკატელისთან შეჯახების შემდეგ შეცვალეს, თუმცა მანამდე მან 53 ზუსტი გადაცემა და იუვენტუსის პრესინგისგან თავის დაღწევის არაერთი ბრწყინვალე ეპიზოდი შემოგვთავაზა.
მან ასევე ექვსიდან ოთხი დუელი მოიგო, სამი ბურთი ჩაჭრა და მთელი თამაშის განმავლობაში სიმშვიდესა და მაღალ ხარისხს ინარჩუნებდა.
ეს სათანადოდ დააფასეს როსონერის გულშემატკივრებმაც, რომლებმაც მოდრიჩი მილანი - იუვენტუსის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) დაასახელეს. მან ხმების 43% მიიღო და გაასწრო სალემაკერსს (30%) და ადრიენ რაბიოს (15%). ახლა მთელი ყურადღება კვირას, სასუოლოს წინააღმდეგ გასვლაზეა გადატანილი და გუნდს იმედი აქვს, რომ ლუკა მალე გამოჯანმრთელდება.