VIDEO: შედეგიანი ფრე ტურინში - ინტერი შესაძლოა შემდეგ ტურში გაჩემპიონდეს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 24-ე ტურში ინტერი სტუმრად ტორინოს უხვგოლიან მატჩში დაუზავდა (2:2).
კრისტიან კივუს გუნდი ტურამის და ბისეკის გოლებით 2:0-ს იგებდა, თუმცა მასპინძლებმა მატჩის გადარჩენა სიმეონეს და ვლაშიჩის მეშვეობით შეძლეს და მილანურ გუნდს ორი ქულა ამოაცალეს ჯიბიდან.
ინტერმა 79 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ნაპოლის 10 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში, საკუთარ მოედანზე პარმას დამარცხებით მილანური გუნდი ყველასთვის მიუღწეველი გახდება და ჩემპიონატს სამი ტურით ადრე მოიგებს.