მილანი ფრანგ ნახევარმცველთან, ადრიენ რაბიოსთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კლუბს სურს, რომ ფეხბურთელი სან სიროზე მინიმუმ 2030 წლამდე დაიტოვოს, რაც, ფაქტობრივად, მისთვის „სამუდამო“ ხელშეკრულებას და უმაღლეს დონეზე კარიერის მილანში დასრულებას ნიშნავს.
კონტრაქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც ოქტომბერშია დაგეგმილი, კლუბის მფლობელი ჯერი კარდინალე პირადად უხელმძღვანელებს. თავად რაბიო იტალიაში თამაშით ძალიან კმაყოფილია:
მილანიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია, აქ ბედნიერი ვარ
შეგახსენებთ, რომ რაბიო მილანში 2025 წელს მარსელიდან სულ რაღაც 7 მილიონ ევროდ გადავიდა და მალევე გუნდის ნახევარდაცვის მთავარ, დამაბალანსებელ ფიგურად იქცა. ახლა კლუბისთვის მისი დიდი ხნით შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.