ვილიარეალის ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბარსელონას მხრიდან მის მიმართ არსებულ ინტერესზე ისაუბრა და აღიარა, რომ კატალონიურ კლუბში თამაში მისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობა იქნებოდა.
„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენით ასეთი კლუბი ინტერესდება. ბარსელონა ჩემი საყვარელი გუნდია. მას ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და დღემდე ვუყურებ მის მატჩებს.
ჩემი მთავარი ამოცანა შრომის გაგრძელებაა, რათა მომავალში ასეთი დიდი კლუბის წევრი გავხდე, რატომაც არა.
ვფიქრობ, მაქვს ის თვისებები და შესაძლებლობები, რომლებიც ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
ჟორჟისადმი ბარსელონას ინტერესის თაობაზე გასულ ზაფხულს იწერებოდა აქტიურად, როცა კლუბი ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ატლეტიკოსთან შეთანხმებას ვერ ახერხებდა.