ესპანეთის სამეფო თასის პირველ რაუნდში ვილიარეალმა სტუმრად ლუსენა 6:0 გაანადგურა.
მარსელინომ მატჩზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, თუმცა პირველი ტაიმის 2:0 მოგება მაინც შეძლო.
შესვენების შემდეგ მოედანზე გიორგი მიქაუტაძეც გამოჩნდა, რომელმაც თავისი გოლი 81-ე წუთზე გაიტანა, როცა ანგარიში 5:0 გახადა.
საბოლოო ჯამში მიქაუტაძემ მოედანზე ერთი სრული ტაიმი ჩაატარა, ჯამში კარში 3-ჯერ დაარტყა, 21-დან 16 პასი ზუსტად მიითვალა (76%) და დრიბლინგის 2-დან 2-ვე მცდეობა წარმატებული ჰქონდა.
SofaScore-მ მიქაუტაძეს 8.0 შეფასება დაუწერა.
ვილიარეალმა კი კოპა დელ რეის მეორე რაუნდში შეაბიჯა, სადაც თავის მეტოქეს წილისყრის შემდეგ შეიტყობს.