მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუნდში კვებასთან, დისციპლინასა და აღდგენით პროცესებთან დაკავშირებით ახალი წესები შემოიღო.
As-ის ინფორმაციით, ამიერიდან საუზმისა და წახემსების მენიუს სრულად კლუბის დიეტოლოგი განსაზღვრავს. მანამდე ფეხბურთელებს საკვების არჩევისას მეტი თავისუფლება ჰქონდათ.
ასევე შეიცვალა დაგვიანებაზე სასჯელის სისტემა. მოთამაშეები ვალდებულნი არიან ვალდებებასის ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოცხადდნენ. წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია არა ფულადი ჯარიმა, არამედ სავალდებულო ინდივიდუალური ვარჯიში სპორტდარბაზში გუნდისგან ცალკე. ლიდერებისა თუ უფრო სტატუსიანი ფეხბურთელებისთვის გამონაკლისი არ დაიშვება.
მოურინიომ ასევე გაამკაცრა კონტროლი ტრავმების შემდგომ აღდგენაზე. ფეხბურთელებმა რეაბილიტაცია კლუბის ბაზაზე დილით და საღამოს უნდა გაიარონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირად სპეციალისტებთან თანამშრომლობენ. კლუბის გარეთ მკურნალობა დაუშვებელია.
გარდა ამისა, პორტუგალიელმა გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი სადილები შემოიღო, რათა კოლექტივში ურთიერთობები უფრო გამყარდეს.