• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„ეს იყო სრული სიგიჟე", - ჩიჩარიტომ ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელი დაასახელა
ფეხბურთიფეხბურთი

„ეს იყო სრული სიგიჟე", - ჩიჩარიტომ ყველა დროის საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელი დაასახელა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა, რომელთან ერთადაც სამეფო კლუბში თამაშობდა.

„გარეთ ბეილი შესანიშნავი იყო, ძალიან მიყვარს. მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, თითქოს ესპანურად ლაპარაკი არ სურდა, თუმცა ენაც იცოდა და ესმოდა კიდეც. გასახდელში შესანიშნავი ბიჭი იყო.

მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. იგივე ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროოსთან - ესპანურად კარგად ლაპარაკობდნენ, თუმცა მშობლიურ ენაზე ან ინგლისურად კომუნიკაციას ამჯობინებდნენ, ამიტომ მათ ინგლისურად ველაპარაკებოდი.

ბეილი გამოჩენილი ფეხბურთელი იყო და დღემდე დაუფასებელია. მიმაჩნია, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

საერთოდ ვერ ვხვდები მის გარშემო არსებულ ბევრ ისტორიას. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. რამდენჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? რამდენ ბრიტანელ ფეხბურთელს შეუძლია თქვას, რომ ეს ტურნირი სამჯერ ან ოთხჯერ მოიგო (ბეილი ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია)? მაგრამ ამაზე რატომღაც თითქმის არ ლაპარაკობენ.

წარმოიდგინეთ: მარცხნივ კრიშტიანუ რონალდუ, მარჯვნივ გარეთ ბეილი, ცენტრში კი კარიმ ბენზემა. ეს სრული სიგიჟე იყო. მერე ამბობენ: „ჩიჩარიტო იქ ჩავიდა და სკამზე იჯდაო“. რა თქმა უნდა! აბა რა უნდა მექნა? ოთხი თავდამსხმელით რომ გვეთამაშა, შესაძლოა მოედანზეც გამოვსულიყავი.

მოგვიანებით ბეილმა და კარიმმა ტრავმები მიიღეს, მე კრიშტიანუსთან ერთად დავიწყე თამაში და თავი კარგად გამოვაჩინე, მნიშვნელოვანი გოლებიც გამქონდა. თუმცა, როდესაც ეს სამეული გყავს, სხვა რა გზა რჩება? მეტოქის მცველი თუ ხარ, ძალიან გიჭირს. ასეთი რამის შემდეგ დაძინებაც კი რთულია“, - განაცხადა ჩიჩარიტომ რიო ფერდინანდთან საუბარში.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ბეილი
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთის ისტორიაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთის ისტორიაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მკაცრი ჟოზე: რა შეზღუდვები დააწესა მოურინიომ რეალში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მკაცრი ჟოზე: რა შეზღუდვები დააწესა მოურინიომ რეალში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას აპირებს რეალი როდრისგან უარის მიღების შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას აპირებს რეალი როდრისგან უარის მიღების შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ერთი გუნდიდან ყველამ დაურეკა, მეორედან - არავინ", - ნეიმარის ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ერთი გუნდიდან ყველამ დაურეკა, მეორედან - არავინ", - ნეიმარის ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

5 ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთის ისტორიაში

News image

2 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება